თეა წულუკიანი : საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში

საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ყველა საერთაშორისო ინდექსით აღიარებულია როგორც ერთ-ერთი პირველი, მოწინავე რიგებში მყოფი ქვეყანა.

“საქართველო არის ქვეყანა, სადაც ტურისტს არ ემუქრება დანაშაული და ის უსაფრთხოდ შეიძლება ისვენებდეს, ატარებდეს დროს და ამას აჩვენებს ის დიდი რიცხვი, მათ შორის რუსეთიდან მიმდინარე ტურისტების, რომელიც ჩვენ ყოველ წელს გვყავს. ეს უფრო და უფრო მზარდია. ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც შეიძლება ამგვარ ინფორმაციას გაეცეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო ტუროპერატორებს მოუწოდებს, ტურისტებს საქართველოში არსებული რისკების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, ასევე რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში ტურისტული ვიზიტების დაგეგმვისას აქტუალური რისკები გაითვალისწინონ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე : ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას უნდა გაითვალისწინონ საქართველოს კანონმდებლობა
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძემ “ეროვნული ფორუმი” დატოვა