თეა წულუკიანი: საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სამაგალითოდ მშვიდ გარემოში

შსს სამინისტრო და მისი მინისტრი არის ის სტრუქტურა, რომელიც ბევრ ინფორმაციას ფლობს, როდესაც ინფორმაცია გარეთ გამოდის ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის მრავალ მტკიცებულებაზე დაფუძნებული, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს შს მინისტრის დღეს გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, არეულობა წარსულს ჩაბარდა.

„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან არ ყოფილა არეულობა. დესტაბილიზაციას ქვეყანაში არავინ დაუშვებს. როგორც შს მინისტრმა, განაცხადა მიუხედავად საფუძვლიანი ინფორმაციებისა, ეს არჩევნები ჩატარდება სამაგალითოდ მშვიდობიან გარემოში. გარემო უკვე არის უპრეცენდენტოდ მშვიდობიანი, ხოლო იქ, სადაც არის პრობლემები ჩვენ მას ვიხილავთ უწყებათაშორის კომისიაში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს.

როგორ მღებრიშვილმა აღნიშნა, არსებობს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პარტიები აპირებენ არჩევნების მიმდინარეობისას და არჩევნების შემდგომ გარკვეულ პროვოკაციებს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელი დეპუტატები მარიხუანის ლეგალიზაციის წინადადებით გამოდიან
შემდეგი სტატიაქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან კონჯარია წარადგინეს