თეა წულუკიანი: “რუსთავი 2”-ზე დავა ჩემთვისაც და საზოგადოების სხვა წევრებისთვისაც, უკვე დამღლელია

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე დავას გამოეხმაურა.

თეა წულუკიანმა მოდავე მხარეებს მოუწოდა, რომ დავა სასამართლოში გააგრძელონ, რადგან სახელმწიფოს და მთავრობას სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს გასაკეთებელი.

„ჩემი პოზიცია არის მარტივი. ის დავა, სხვადასხვა დროს მფლობელებს შორის, რომელიც „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარეობს, რუსთავი 2“-ზე ჩემთვისაც და საზოგადოების სხვა წევრებისთვის არის უკვე დამღლელი. მხარეებს მოვუწოდებ, რომ იდავონ სასამართლოში და ჩვენ მოგვცენ საშუალება, გავაკეთოთ ის საქმე, რაც გვაქვს. მათი დავა, მათი დავაა. სასამართლო თავისუფალია და დაელოდონ დავის შედეგებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ამ დავის რეჟიმში. ჩვენ, სახელმწიფოს, მთავრობას, საზოგადოებას, აქვს სხვა ბევრი საქმე“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასმართლომ ძმები ყარამანაშვილების სარჩელის საფუძველზე, „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტს უფლებამოსილება აღუდგინა. საკონსტიტუციო სასამართლო კი ამ დრომდე აგრძელებს მსჯელობას, ტელეკომპანია „საქართველოს“ მიერ შეტანილ სარჩელზე, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობას ეხება.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობის ინფორმაციით თბილისის ბიუჯეტი მცირდება
შემდეგი სტატიასამეგრელოში ხანძრის შედეგად მოხუცი და-ძმა გარდაიცვალა