თეა წულუკიანი: როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, ჩავთვლი, რომ პოლიტიკაში საქმე აღარ მაქვს

უსტიციის მინისტრობიდან ჩამოქვეითებული თეა წულუკიანი პოლიტიკაში მისი მოსვლის პერიოდს იხსენებს და იმ დროსაც ასახელებს როდესაც ამ სივრცეს დატოვებს.

წულუკიანისთვის ხელისუფლებაში ყოფნის მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობაა. ის ამბობს რომ წავა მხოლოდ მაშინ, როცა დაინახავს, რომ ყოფილი მმართველი გუნდის “უკან დაბრუნების” რისკი არ არსებობს:

როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში. ახლა რა პროცესებიც მიმდინარეობს, ჩემი თავი დამიჭერია, მიფიქრია, ხომ არ დგება ნელ-ნელა ეს დრო. მე სულაც არ მგონია, რომ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი. მე პოლიტიკაში ჩავები. ვიყავი ჩემთვის სტრასბურგში, ვმუშაობდი სასამართლოში და ვიყავი ბედნიერად. იმ თანამდებობიდან, რომელიც სიბერემდე შეიძლება მქონოდა, ისე რომ ვერავინ ვერც მომხსნიდა, უცბად დავბრუნდე საქართველოში და შევუერთდე იმ პატარა სულ პატარა, რომელიც სრულ უიმედობაში იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ” ამბობს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე “საზმაუსთან” ინტერვიუში.

ვირუსის ბლოკატორები