თეა წულუკიანი: მე, როგორც იუსტიციის მინისტრი, აჰმედ ჩატაევის გათავისუფლების წინააღმდეგი ვიყავი

2012 წელს, როდესაც აჰმედ ჩატაევი გაათავისუფლეს, მე, როგორც იუსტიციის მინისტრი, ამის წინააღმდეგი ვიყავი, – განაცხადა თეა წულუკიანმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, თითქოს აჰმედ ჩატაევი ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორია.

„მე ვემხრობოდ აზრს, რომ ასეთი პატიმრების გათავისუფლებისას პროკურატურას უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა. იმ დროს პროკურატურა ახალი გათავისუფლებული იყო ადეიშვილის პოლიტიკისა და წნეხისგან, არჩილ კბილაშილის მმართველობის დროს არის ეს მომხდარი. ასეა თუ ისე, ეს არის წარსული, ახლა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, მათ შორის თურქეთის სახელმწიფოსთან, კიდევ უფრო აქტიურად, რომ ამგვარი აქტები აღარ განმეორდეს“,- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

Reuters თურქული თურქულ გამოცემა Yeni Safak-ზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია, თუმცა სააგენტო აღნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლება არ ადასტურებს ტერაქტთან ჩატაევის კავშირს.

აჰმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის ოპერაციის დროს დააკავეს. 2012 წლის დეკემბერში თბლისის სასამართლომ ჩატაევს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. თურქული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს აჰმეთ ჩატაევი ექსტრეისტულ დაჯგუფება “ისლმაურ სახელმწიფოს” შეუერთდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: “ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გვაქვს ამბიცია ვიყოთ ევროპულ პროცესში უაღრესად ჩართულები”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი აშშ–ის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო