თეა წულუკიანი: რაც არ უნდა გამოქვეყნდეს, ეს ხელისუფლება არ ჩამოიქცევა

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ვარაუდით, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით ავრცელებენ.

თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული ვიდეოს გამავრცელებლებს სურთ, ხელისუფლება ჩამოიშალოს და საარჩევნოდ დესტაბილიზაცია მოხდეს.

“ამ ვიდეოებს ავრცელებს ისევ ძველი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი. ამას შეიძლება ავრცელებდეს 1-დან 25 ოქტომბრამდე, ქვეყნიდან გაქცეული წინა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, ან მათივე მხარდამჭერი, ერთადერთი მიზნით, რომ არჩევნებამდე ქვეყნის დესტაბილიზაცია, საზოგადოების შოკურ მდგომარეობაში შენარჩუნება მოხდეს და კიდევ უფრო შორს თუ წავალთ – მთავრობის ჩამოქცევა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რაც არ უნდა გამოქვეყნდეს, ეს ხელისუფლება არ ჩამოიქცევა”,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა გადაცემა “პოლიტიკის” პირდაპირ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიკახი კახიშვილი: მედიასთან კომუნიკაციის ფორმა იყო არასწორი
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარება გამოთქვა