თეა წულუკიანი: პროკურატურა ტერორის ინსტრუმენტი აღარ არის

პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ისტორიული და ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. პროკურატურა დღეს არის თვისობრივად სხვა, ვიდრე მე და თქვენ და ყველას ჩაგვბარდა ეს ოთხი წლის წინ. ის აღარ არის ტერორის ინსტრუმენტი და შეიძლება ითქვას, რომ დღეს მთავარი პროკურორი მართავს ისეთ სისტემას, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქის ინტერესზე და მორგებულია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესზე. ბევრი ნაბიჯი არის კიდევ წინ გადასადგმელი იმისთვის, რომ საქართველოს პროკურატურის ორგანოები ნამდვილ თანამედროვე სტრუქტურად ჩამოყალიბდნენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისვე თქმით, პროკურატურის სპეცდეპარტამენტს, რომელიც სამართლიანობის აღდგენაზე მუშაობს, არ აქვს საკმარისი რესურსი − არც ადამიანური, არც ფინანსური, რომ უსამართლობების იმ ოდენობას გაწვდეს, რაც მათ წინაშე საქმეების სახით არის წარმოდგენილი.

„ბოლო დღეებშიც ნახეთ, რომ ნელი ტემპით, მაგრამ არაერთი გახმაურებული და ჩვენთვის ჯერ კიდევ ოპოზიციის დროიდან მტკივნეული საქმე შევიდა პროკურატურაში გადასინჯვის მოთხოვნით“, − აღნიშნა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის და ამაზე საუბარი უკვე ჭორაობას გავს
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: ცუდია, რომ ჩემი საქმის ხელახლა გამოძიებას ოთხი წელიწადი დასჭირდა