თეა წულუკიანი: პროკურატურა პაპუაშვილს ელოდება, იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს

თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება. იუსტიციის მინისტრის თქმით, გიორგი პაპუაშვილს პროკურატურაში ელოდებიან და მას ნებისმიერ დროს შეუძლია მივიდეს და მიაწოდოს საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ.

“ბატონი გიორგი პაპუაშვილის განცხადებას იმ დღესვე გამოეხმაურა პროკურატურა და მას შესთავაზე ნებისმიერ დღის ნებისმიერი დრო, იმისათვის, რომ ის მიბრძანდეს და ის ინფორმაცია, რაც მას აქვს მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოებს. პროკურატურა მას ელოდება, იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს,” – განაცხადა თეა წულუკინმა.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების საქმეზე სამ ბრალდებულთან სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
შემდეგი სტატია“ქვეყანაში არის კატასტროფული მდგომარეობა” – გიგა ბოკერია პრეზიდენტის განცხადებას აფასებს