თეა წულუკიანი: ოპტიმისტები ვიყოთ, ვიზალიბერალიზაციისთვის არაფერი დაგვიკლია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განმარტებით, ევროკავშირის დიდმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება.

“სამწუხაროა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს. თუმცა, ჩვენ მაინც ვართ ოპტიმისტურად განწყობული. ამ ეტაპზე უკვე ბევრი არაფერი შეგვიძლია, რაც შეგვეძლო – ყველაფერი გაკეთდა. ახლა უკვე ევროკავშირის დიდმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს პოლიტიკურ დონეზეც ვაკეთებთ, რომ გავუადვილოთ ამ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ვართ კმაყოფილი იმით, რომ არავის მივეცით მიზეზი ეთქვათ, რომ რომელიმე რეფორმა არ განხორციელდა, ან ქართველმა ხალხმა ან მისმა მთავრობამ ამ პროცესს რამე დააკლო. ამიტომაც, ვიყოთ ოპტიმისტები, დაველოდოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ვერდიქტს”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა
შემდეგი სტატიაწნორის საავადმყოფოში მშობიარე 28 წლის ქალი გარდაიცვალა