თეა წულუკიანი – ნინუცა მაყაშვილი მინდა ვუთხრა, ძალადობაზე საუბარი არასდროს არის გვიან

ნინუცა მაყაშვილი თუნდაც ფიქრობდეს, რომ 11 წლის მერე გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარული, მინდა მას ვუთხრა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ეს მნიშვნელოვანია სხვა ქალების უფლებების დაცვისთვის, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობაზე საუბარი არასდროს არის გვიან.

„ძალადობაზე საუბარი არასდროს არ არის გვიან. გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები ვერ საუბრობდნენ ღიად. სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, ხელი მოეწერა ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ევროპაში ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტს – ეს არის სტამბულის კონვენცია, რომელსაც მე ხელი მოვაწერე 2014 წელს, თქვენი ყველას, ქართველი გოგოებისა და ქალების სახელით. ამას გამოყენება სჭირდება. ნინუცა მაყაშვილი მიუხედავად იმისა, რომ იყო მიწვეული საგამოძიებო ორგანოში, ის ჯერ კიდევ არ მისულა. იმედი მაქვს, რომ უარს არ აცხადებს, რადგან თუნდაც ის ფიქრობდეს 11 წლის მერე გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარული, მე მინდა მას ვუთხრა, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, ვინაიდან ეს სხვა ქალების უფლებების დაცვისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს
შემდეგი სტატიასერგეენკო – შესაძლოა, პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას უახლოეს მომავალში მიაღწიონ