თეა წულუკიანი ნიკა მელიას – გმირად ვეღარ ჩამოყალიბდები, “ბიძიკო”

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი საზოგადეობას ამცნობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების გამო, საკანონმდებლო ორგანოში სხდომას ვერ ესწრება, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მელიას საკითხთან დაკავშირებით “ოცნების” ნარატივს იზიარებს.

“სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.

დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო”,- წერს თეა წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშიმელია – ვინც გირაოს გადაიხდის, ის იქნება ივანიშვილის სპეცსამსახურის ნების შემსრულებელი
შემდეგი სტატიასამოქალაქო აქტივისტების აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან