თეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

თეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. უწყების ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს სხდომა მინისტრმა გახსნა. როგორც უწყებაში განმარტავენ, თეა წულუკიანი საპროკურორო საბჭოს სხდომას წარმართავს, თუმცა კანდიდატებს კითხვებს არ დაუსვამს.
საპროკურორო საბჭო დღეს მთავარი პროკურორობის ერთ კანდიდატს კენჭისყრით შეარჩევს. მანამდე კი, კანდიდატებს გაესაუბრება, მათ ხედვებსა და გეგმებს მოისმენს. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატებად საბჭოში შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშივილი იყვნენ წარდგენილი. თუმცა, შალვა შავგულიძემ დღეს საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

banner
წინა სტატიაშიშალვა შავგულიძემ პროკურორის შერჩევის პროცესიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
შემდეგი სტატიაპროკურორის კანდიდატურა შალვა თადუმაძის სასარგებლოდ უკვე გადაწყვეტილია – შალვა შავგულიძე