თეა წულუკიანი : მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ სამართლებრივი და მშვიდობიანი ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს

დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის არა მხოლოდ იმ დღეს, არამედ მანამდეც და მომავალ დღეებშიც გმირულად დაეცა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გმირთა მოედანზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს სამართლებრივი და მშვიდობიანი ბრძოლა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ სამართლებრივი და მშვიდობიანი ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღეს სოხუმშიც აღნიშნავენ და აღნიშნავენ ცოტა სხვანაირად, გვჯეროდეს იმის, რომ ჩვენი ქვეყნა გამთლიანდება. ჩვენ, ვინც ვართ იმ ბავშვების დედები, რომელთა შვილები სოხუმიდან დევნილები არიან, ვასწავლოთ მათ, რომ აფხაზი თანატოლები მათი მეგობრები არიან და მომავალში მშვიდობიანი გზით ერთად უნდა ააშენონ აფხაზეთი, გამთლიანებული საქართველოს ფარგლებში. ამიტომ დღევანდელ დღეს მწუხარებით, მაგრამ ასევე მომავლის იმედებით ვართ სავსე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სოხუმის დაცემიდან დღეს 26 წელი გავიდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : 27 სექტემბერი თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა
შემდეგი სტატიასაქართველოში აშშ-ის საელჩო შვეიცარიის შუამავლობით დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას მიესალმება