თეა წულუკიანი: მჯერა, ირაკლი შოთაძე ყველა მთავარ პროკურორზე უკეთესი იქნება“

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ის საუკეთესო იქნება იმ მთავარ პროკურორებს შორის, რომელიც საქართველოს ჰყოლია.

მინისტრს სჯერა, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს ექნება იმის რწმენა, რომ სამართლებრივი რეფორმების გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საქართველო და რეფორმები ყველამ ერთად უნდა გაატარონ.

„საპროკურორო საბჭოს სამი კანდიდატი მე წარვუდგინე. გასაუბრების შედეგად, რომელთა აუდიო ჩანაწერები არის საჯაროდ გამოქვეყნებული, აღმოჩნდა, რომ 13 ხმა მიიღო ირაკლი შოთაძემ. მე მჯერა, რომ ირაკლი შოთაძე მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, თუკი მას პარლამენტი აირჩევს, იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე არის თუნდაც ამჟამინდელი მთავარი პროკურორი. ის იქნება ყველა იმ მთავარ პროკურორზე უკეთესი, რომელიც კი აქამდე გვყოლია. მას ექნება იმის ღრმა რწმენა, რომ სამართლებრივი რეფორმების გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საქართველო და ამ რეფორმებში ჩვენ, იუსტიციის სამინისტრომ და ყველა სამართალდამცავმა ორგანომ უნდა ვიაროთ ხელიხელ ჩაკიდებულმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიმერკელი: სუ-24 ჩამოგდებამ სირიაში სიტუაცია დაამძიმა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: პრემიები იმაზე მცირე იქნება, ვიდრე ჩვენი წინამორბედების დროს იყო