თეა წულუკიანი – მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს, რადგან სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა, მათი დახმარებით დავაბრუნეთ, საუბარია ისკანდერზე

მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს და პარტნიორს, რადგან ის ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც ჩვენ არ გვქონდა და რომელსაც ხუთი წლის მანძილზე სანთლით ვეძებდით, სწორედ მათი დახმარებით 2018 წელს დავაბრუნეთ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თე წულუკიანმა განაცხდა.

მისი თქმით, „საუბარია ისკანდერზე, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო.

„ამიტომ, ჩვენი პოზიციები ერთ-ორად გამყარდა, ვინაიდან მანამდე, ღია სხდომებზე, მათ შორის სტრასბურგში გამართულ სხდომებზე გამოდიოდნენ რუსი სამხედროები და გვეუბნებოდნენ დაცინვით, რომ გორში ისკანდერი არ ჩამოვარდნილა და ის ფოტოები, რაც ჩვენ გვქონდა ფოტოშოპით იყო შექმნილი“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“სტრასბურგის გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, მთავრობის, საჯარო მოხელეების მიერ გაწეულ უდიდესი შრომის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის შედეგს”
შემდეგი სტატიაპროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ბადრი ბიწაძე იკითხება