თეა წულუკიანი : მინდა, დავამშვიდო პატიმრები და მათი ოჯახებიც, რომ ამ ეტაპზე ხანმოკლე პაემნები, ამანათები და სხვა გზავნილები გაგრძელდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, არის საკმაოდ საგანაგაშო პირველი ნიშნები იმისა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შემსუბუქებულმა ღონისძიებებმა თბილისში გააჩინა ვირუსის გადადების წყაროები, რომელთა მოძიებაც ჯერ ვერ მოხერხდა.

აქედან გამომდინარე, თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ის ელემენტარული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წესები, რომლებიც ჯანდაცვის სპეციალისტების მიერაა დადგენილი.

„როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ჩვენ გვითხრა, არის საკმაოდ საგანგაშო პირველი ნიშნები იმისა, რომ კოვიდთან დაკავშირებით შემსუბუქებულმა ღონისძიებებმა დედაქალაქში – თბილისში გააჩინა ვირუსის გადადების წყაროები, რომელთა მოძებნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

შესაბამისად, ის რამდენიმე ადამიანი, რომელთაც ბოლო საათებში კორონავირუსი დაუდასტურდათ, აბსოლუტურად სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან, 25, 30, 70-ს ზევით ასაკის და არაერთი მათგანის შემთხვევაში ვერ დგინდება, ვისგან გადაედოთ ვირუსი.

ეს არის საგანაგაშო და ამიტომაც გვინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, დავიცვათ ის ელემენტარული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წესები, რომლებიც ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ ყველას გვაქვს დადგენილი“,- განაცხადa წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, კვლავ იზრუნებენ, რომ საპატიმროებში ვირუსი არ გავრცელდეს.

„თუმცა, ამ ეტაპზე მინდა, დავამშვიდო პატიმრები და მათი ოჯახებიც, რომ ხანმოკლე პაემნები, ამანათები და სხვა გზავნილები გაგრძელდება. არ იგეგმება, რომ შეწყდეს. მაგრამ, ჩვენ გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს, რათა საპატიმრო ვირუსის მიღმა დარჩეს“,- განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : რა განცხადებაც უნდა გააკეთონ კონგრესმენებმა, „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია, ჩვენ ვართ ძლევამოსილი პარტია და, სწორია, გეშინოდეთ
შემდეგი სტატიაN4 და N55 ბაღების აღსაზრდრელები შემოდგომაზე განახლებულ შენობებში დაბრუნდებიან