თეა წულუკიანი – მიხეილ სააკაშვილი, რაც არ უნდა ზურიკელას დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს, რომ დაბრუნდება და მთელი ქვეყანა თვითონ იქნება, ის ადრე თუ გვიან დაბრუნდება და მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური თეა წულუკიანის გადადგომას არ ადასტურებს

ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ყალბი ბოდიში, მოვისმინეთ, ის საუბრობდა მძიმე შეცდომებზე. რასაც ის მძიმე შეცდომებს უწოდებს, სამართლებრივ დონეზე ამას ჰქვია დანაშაული და მძიმე დანაშაული, რომლისთვისაც მას პირადად და მისი გუნდის არაერთ წევრს, არაერთი სასამართლო ინსტანციის მიერ საქართველოში აქვს მისჯილი სხვადასხვა საპატიმრო სასჯელი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„შესაბამისად, ადრე თუ გვიან, რაც არ უნდა მიხეილ სააკაშვილი ზურიკელას დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს და გვეუბნებოდეს, რომ დაბრუნდება და მალე მთელი ქვეყანა თვითონ იქნება, რა თქმა უნდა, ის ადრე თუ გვიან დაბრუნდება და მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში, ქართული კანონის წინაშე. თუ კი ის წინასაარჩევნოდ დაბრუნდება, რა თქმა უნდა დაკავების პროცედურები შედგება საქართველო სახელმწიფო საზღვარზე. რაც შეეხება მის ექსტრადიციას ჩვენ მრავალჯერ, ჯერ კიდევ მთავარი პროკურატურის პირობებში, შემდეგ უკვე ახლა, როცა სრულიად დამოუკიდებელია სამინისტროსგან გენპროკურორი და პროკურატურა, ცდილობდნენ პროკურორები მის დაბრუნებას, თუმცა უკრაინის სახელმწიფომ არაერთხელ უმიზეზოდ უარი უთხრა საქართველოს სააკაშვილის ექსტრადიციაზე. თუმცა ახლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას აგდებენ, რომ მისი ადგილი უკვე აღარ არის უკრაინაში და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამიტომ ის საუბრობს საქართველოში დაბრუნებაზე, რადგან სხვაგან წასასვლელი აღარ აქვს“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, დასძინა, რომ საქართველოში ბრუნდება.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ვიდრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური „პატრიოტთა ალიანსის“ საკითხზე შედეგს არ დადებს, რაიმე ტიპის სპეკულაცია კიდევ უფრო ძაბავს წინასაარჩევნო პროცესს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადები არ გაზრდილა, უბრალოდ, „ევროპულ საქართველოსა“ და „გირჩს“ შეექმნათ დაბრკოლებები, რომ უკანონოდ გადაარეგისტრირონ თავიანთი აქტივისტები