თეა წულუკიანი მეორე წრეზე წავიდა-კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი, ნიკა გვარამია კომისიაზე ისევ დაიბარეს

თეა წულუკიანი მეორე წრეზე წავიდა-კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი, ნიკა გვარამია კომისიაზე ისევ დაიბარეს.

ინფორმაციას „ახალი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და “არც ერთ ეტაპზე არ აპირებენ მიიღონ რეჟიმის თამაშის წესები და ითანამშრომლონ ე.წ. კომისიასთან“

ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით მეორედ მიმართა პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას.

ჩვენი პოზიცია უცვლელია – არც ერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები, მივანიჭოთ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც და ვითანამშრომლოთ ე.წ. კომისიასთან, რომელიც რეალურად ემსახურება ეროვნული ინტერესების ღალატსა და ისტორიის გადაწერას.

თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, შეურიგებლობა და ართანამშრომლობა, მათ შორის, არმონაწოლეობა არჩევნებად წოდებულ ფარსში, არის გზა გამარჯვებისკენ,- წერია გავრცელებულ პოსტში.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე პირველ ჯერზე არ მისვლის გამო, 13 ივნისს სასამართლომ ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება გამოიტანა და კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერს აღკვეთის ღონისძიება გირაო- პატიმრობით შეუცვალა.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულები არიან ასევე ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილმა დაადასტურა, რომ გზის გაყვანაზეც და ჩორჩანას საგუშაგოს მშენებლობაზეც ინფორმაცია ჰქონდა
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი ალი ხამენეის ლიკვიდაციით ემუქრება