თეა წულუკიანი ლევან მურუსიძეს საკუთარი პოზიციის გადახედვას ურჩევს

თავად ლევან მურუსიძის გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გახდეს მუდმივი მოსამართლე, მის ადგილას მე ამ პოზიციას გადავხედავდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
წულუკიანის თქმით, ლევან მურუსიძეს მისი მხარდაჭერა ექნება თუ არა, ამით მისი ბედი დადებითად ან უარყოფითად ვერ გადაწყდება, რადგან ის კენჭს არ უყრის მურუსიძის კანდიდატურას.
“მე უბრალოდ გავიხსენებ რამდენიმე ფაქტს მისი წარსულიდან. ეს არის გირგვლიანის, ჯანიკაშვილის, მიქიაშვილის ცნობილი საქმეები და ეს არის მოლაშვილის ცნობილის საქმე. ამ ოთხი საქმიდან სამზე გირგვლიანის, მოლაშვილის, მიქიაშვილის საქმეებზე მე ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში და იმ საქმეებში, სამივეში ძალიან რბილად რომ ვთქვათ არის მძიმე დარღვევები. აქედან გამომდინარე, მე მჯერა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არა მხოლოდ კანონიერი, არამედ მორალურად სწორი გადაწყვეტილება იქნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: სახელმწიფოს თავისი ფუნქციები და მოვალეობები აქვს, ეკლესიას კი – თავისი
შემდეგი სტატია“ყველას ვალია, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების, მოვუფრთხილდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს”- პრეზიდენტი პატრიარქზე