თეა წულუკიანი ხაზარაძეზე – „სანამ განცხადებას გავაკეთებთ, ყველას გვევალება რომ სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი“

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პროკურატურის მიერ გავრცელებულ წერილზე კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ეს საკითხი მისთვის თავიდანვე ღიმილს იწვევდა.

„ამ ხმაურიანმა განცხადებამ კიდევ მეტი არასერიოზულობა შესძინა, სამწუხაროდ, თავად ბატონ ხაზარაძეს და იმ საქმეს, რომელსაც ის, თითქოს და სათავისოდ იცავს. მე პირადად ამას, რა თქმა უნდა, პირველი განცხადების მომენტიდანვე შევხვდი ღიმილით, იმიტომ, რომ მე მახსოვს მაგალითად, წარსულში პოლიტიზირებული მოსამართლის – ბატონი გიორგი პაპუაშვილის განცხადება, თითქოს მე მას ვემუქრებოდი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის სახლთან მომუშავე, ასე ვთქვათ, მემწვანილე ემუქრებოდა. ეს გამახსენდა, გამეღიმა და მერე კიდევ უფრო გამეღიმა როდესაც აღმოჩნდა, რომ მას არ აქვს წერილი, რაღაც ნაბეჭდი მოიტანა. თუმცა რა თქმა უნდა, როცა განცხადება კეთდება, საჭიროა შესწავლა, რეაგირება, მაგრამ სანამ განცხადებას გავაკეთებთ, ყველას გვევალება რომ სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი.“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს საქართველოში კი არა, სადღაც მზიან კუნძულზე ვიმყოფებოდით, რომელსაც არც ერთი პრობლემა არ აქვს
შემდეგი სტატიაგამოძიების ასე ერთ დღეში შეწყვეტა გაუგებარია