თეა წულუკიანი – კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს

კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, მოწოდების გარდა, არაფრის გაკეთება არ შემიძლია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მსახიობ ბესო ზანგურთან დაკავშირებით განაცხადა.

„არა მხოლოდ ერთმა მხარემ, არამედ მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან. კარგი იქნება, თუ ის ამასობაში დღესვე სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, რადგან მე მოწოდების გარდა, არაფრის გაკეთება არ შემიძლია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსახიობი ბესო ზანგური ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის მხრიდან 11 წლის წინ ინტენსიურ ძალადობაზე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა. ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. საკითხით დაინტერესდნენ სამართალდამცველებიც. ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, როგორც ნინუცა მაყაშვილმა საქართველოს პირველ არხს უთხრა, გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. კომენტარისთვის დავუკავშირდით ბესო ზანგურსაც, რომელიც ყოფილ მეუღლეზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი გახარიას გუნდზე – მიხვდნენ ყველაზე მთავარს, რომ პოლიტიკაში კარგი სტარტი გქონდეს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ნინუცა მაყაშვილი მინდა ვუთხრა, ძალადობაზე საუბარი არასდროს არის გვიან