თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად რჩება – „თემა ამოწურულია, ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის პირობებში მუშაობას“

თემა ამოწურულია, შესაბისად, ჩვენ ვაგძრელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას, – ამის შესხებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მაქვს ვალდებულება, რომ დისკუსიების შედეგის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც უკვე იცით, ჩემგან და ასევე სხვა წყაროებით არსებობდა გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ. დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში.

თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი იყო. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობდა და მას ჰქონდა მყარი პოზიცია. „თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება. მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, – განაცხადა გუშინ იუსტიციის მინისტრმა. იუსტიციის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ საკითხი, რომელზეც დისკუსია მიმდინარეობდა, არც შეწყალების კომისიას და არც სასჯელაღსრულების იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანებას არ ეხებოდა. მან აღნიშნა, რომ თუ დღეს შეთანხმება მიიღწეოდა, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გაგრძელდებოდა.

banner
წინა სტატიაშიგამოვრიცხავთ უთანხმოებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თეა წულუკიანს შორის – მოისწრაფიშვილი
შემდეგი სტატიავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ჩინჩალაძეები, მურუსიძეები, ბედუკაძეები და გახარიები არ დამარცხდებიან