“თეა წულუკიანი იმ ცეცხლს ეთამაშება, რომელიც მას და მის გუნდს აუცილებლად დაწვავს” – ამ სიტყვებით “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი დაზარალებული აფრთხილებს

“თეა წულუკიანი იმ ცეცხლს ეთამაშება, რომელიც მას და მის გუნდს აუცილებლად დაწვავს” – ამ სიტყვებით “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი დაზარალებული აფრთხილებს.

ბექა დადეშქელიანი თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე აფრასიძეების საქმეზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

კაცი ამტკიცებს, რომ ევგენი აფრასიძის ოჯახმა მისი ბიძა მოკლა. “ვერ შეძლებთ ბიძაჩემის მკვლელების გაპატიოსნებას”- წერს დადეშქელიანი.

ევგენი აფრასიძე და მისი ოჯახი ვინ იყვნენ, მთელმა სვანეთმა ძალიან კარგად იცის: მკვლელები, მძარცველები, ყაჩაღები, გამპატიურებლები და ა.შ.
მათ მოკლეს ბიძაჩემი, მამაჩემის ძმა, ბადრი დადეშქელიანი, 1995 წელს.
გაუბედურებული ოჯახების სია, ისევე როგორც მათი დანაშაულები ძალიან ვრცელია.

ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ვერ გახდება.
ვერავინ ვერასდროს შეძლებს ბიძაჩემის მკვლელების გაპატიოსნებას!”- წერს მოკლული კაცის ოჯახის წევრი.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებას” მოკლული ახლავ არღვლიანის ოჯახი საგანგებო განცხადებით პასუხობს
შემდეგი სტატიაავჭალაში, კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა