თეა წულუკიანი: გოგორიშვილმა გურიაში აიღო 3 700 ხმა ეს არის ადამიანი რომელიც გუშინ კიოდა სხდომაზე…

„ჩვენ, 8 მარტს თავზე დავიყარეთ ნაცარი და ახლა, ამ ნაცარდაყრილებმა მოვიგეთ ეს არჩევნები, გავედით პირველ ადგილზე, ახლა გვეუბნებიან, რატომ გახვედი ნაცარდაყრილი პირველ ადგილზეო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დასანანია, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში.

„მეორე ტურში გამარჯვების იმედი გვაქვს და უფრო მეტნი ვიქნებით პარლამენტში. ჩვენ, მოპოვებული ხმების ოდენობა და ის გამარჯვებები, რომელიც მეორე ტურში გვექნება, ხელს არ გვიშლის, რომ პარლამენტი სრულფასოვნად შედგეს.

ჩვენ, 8 მარტს თავზე დავიყარეთ ნაცარი და ახლა, ამ ნაცარდაყრილებმა მოვიგეთ ეს არჩევნები, გავედით პირველ ადგილზე, ახლა გვეუბნებიან, რატომ გახვედი ნაცარდაყრილი პირველ ადგილზეო, გავედით და დამთავრდა. ახლა დროა, ვისაც უნდა, პარლამენტის კარი ღიაა და შევიდეს. დიალოგიც გაგრძელდეს და ახალი ტიპის შეთანხმება შედგეს, თუმცა ეს არ იქნება ახალი არჩევნები“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

„გუშინ ჩვენ ვინ ვიხილეთ ცესკოს სხდომაზე: მთავარი მოქმედი პირი ხათუნა გოგორიშვილი, რომელმაც გურიაში აიღო 3 700 ხმა, ის იყო კანდიდატი. ეს არის ადამიანი რომელიც გუშინ კიოდა სხდომაზე… მე არ მინდა მას ექსტრემისტი ვუწოდო, ერთი-ორი ნაბიჯი კიდევ აქვს გადასადგმელი“, – აღნიშნა წულუკიანმა.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერი აცხადებს, რომ მისთვის ხათუნა გოგორიშვილის ლოგიკა გაუგებარია. „3 700 ხმა აიღო ადამიანმა გურიაში, თითქმის 10-ჯერ მეტი ხმა აიღო ჩვენმა კანდიდატმა. ასევე არის სხვა მაგალითები, იგივე ბატონი თარხნიშვილი, რომელიც შეეჯიბრა ხოჯევანიშვილს შიდა ქართლში, მან აიღო სულ რაღაც 2 200 ხმა… შესაბამისად გაყალბებაზე საუბრობენ იქ, სადაც არც არგუმენტი აქვთ და უბრალოდ ციფრებიც სასაცილოა. ესეიგი რას ნიშნავს, რომ ხათუნა გოგორიშვილს 10-ჯერ მეტი ხმა მოპარა ჩიგოგიძემ? ეს ხომ არ არის ელემენტარული არითმეტიკაც კი. ახლა თამარ ჟვანიას უნდა ვუთხრათ, რომ შენ ხარ საძაგელი და არ იცი, რომ 35 000 ხმა ჩიგოგიძის ნაკლებია, ვიდრე გოგორიშვილის 3 700 ხმა. ეს ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ თამარ ჟვანიას, თუ ვართ პოლიტიკური ექსტრემისტები და საფლავში ვეძებოთ მისი არითმეტიკის მასწავლებელი“, – აღნიშნა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი მის შესაძლო პრემიერობაზე: ეს არის ჭორი, წერტილი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: არ ვაპირებ არავისთვის არც კაბინეტის წართმევას და არც თანამდებობის