თეა წულუკიანი: „გირჩს“ რთული არჩევანი აქვს გასაკეთებელი, აბსოლუტურად ბოროტების წარმომადგენლის, მიშა სააკაშვილის ტყვეობაში იყოს, თუ პატივი სცეს იმას, ვინც ხმა მისცა.

„გირჩს“ რთული არჩევანი აქვს გასაკეთებელი, აბსოლუტურად ბოროტების წარმომადგენლის, მიშა სააკაშვილის ტყვეობაში იყოს, თუ პატივი სცეს იმას, ვინც ხმა მისცა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბე – დღის თემის“ ეთერში განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა გადაცემის წინა სტუმრის, „გირჩის“ წარმომადგენლის, იაგო ხვიჩიას განცხადებების შესახებ.

„არ მგონია, რომ პარტია, რომელმაც 56 000 ხმა მიიღო, უნდა საუბრობდეს მთელი საზოგადოების სახელით. მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც ასე მგონია, ჩემს წინამორბედ სპიკერთან შედარებით გაცილებით უფროსი უნდა ვიყო, მაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მას შეიძლება ჰქონდეს და ასევე მაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მას შეიძლება ჰქონდეს მიღებული ხმებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, რომ პასუხისმგებლობები, არა მხოლოდ თაობებიდან გამომდინარე, ასევე სტატიიდან გამომდინარე, მმართველი პოლიტიკური ძალა და ასევე, ოპოზიციური პატარა პარტია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ გუშინ შეიქმნა, ამდენი განსხვავებიდან გამომდინარე მე მიმაჩნია, რომ 56 000 ხმა, რომელიც მათ და ვთქვათ, ჩემი გარემოცვის არაერთმა ახალგაზრდამ, სწორედ „გირჩი“ აირჩია თავის რჩეულად, ისინი არიან ამ 56 000 ადამიანში, მათ შორის ე.წ. პლეხანოვზე, სადაც მე გავიზარდე.

შენ როდესაც საუბრობ თავისუფლებაზე და თავს წარმოაჩენ, როგორც ალტერნატივას, შენს ამომრჩეველს სთავაზობ კრეატიულ იდეებს კი, ბატონო, თავისუფლების შენებურ გაგებას, კიდევ სხვა ბევრ რაღაცას, რაზეც იმედი მაქვს პარლამენტში მოგვიწევს კამათი და არა ვთქვათ, ჩვენ პარლამენტში და ისინი ქუჩაში, არის რაღაცები, რასაც პატივი უნდა სცე. მაგალითად, როცა ჩვენ ვხედავდით მთელი კამპანიის განმავლობაში, შევეცდები ახალგაზრდულ ენაზე ვთქვა – სუპერ კრეატიულ პლაკატს, რომ გეხვეწები ხმა მომეცი, შენ ეგ შენი პლაკატის იდეოლოგიას, რაც ამ პლაკატის უკან იდგა, შენი ხელით ეს დახიო და გადაყარო ნაგავში, მგონია, რომ ეს ყველაფერია, გარდა თავისუფლების მსახურებისა და იმ ახალგაზრდების მსახურებისა, რომელთა ხმებიც მათ მრავლად მიიღეს.

ასევე, სანამ შემდეგ თემებზე გადავალთ, რაკი ჩემი წინამორბედი სპიკერი იყო სწორედ „გირჩი“ და მან თქვა, რომ მისთვის სასიამოვნო სიურპრიზია ჩემთან საუბარი, მე მას ვპირდები კიდევ უფრო დიდ სიურპრიზებს, როცა პარლამენტში შევხვდებით და ბევრი რამე გვაქვს ვფიქრობ გასაზიარებელი. შეიძლება, იყოს რაღაცები, რაც მე თავს განგებ არ ვიბერებ, მაგრამ აბსოლუტურად ვაცნობიერებ, რომ ჩემზე ორჯერ უფრო ახალგაზრდა ხალხმა, არა ბევრმა, მაგრამ ზოგიერთმა მათ მისცა ხმა, ასევე ალბათ გასაზიარებელი გვექნება, მაგრამ ამის ადგილი არის სწორედ თავისუფლების იდეიდან გამომდინარე პარლამენტი და არა ქუჩა, მაგრამ მათი არჩევანი არის მათი არჩევანი. არჩევანი არის მძიმე. იყო აბსოლუტურად ბოროტების წარმომადგენლის, მიშა სააკაშვილის ტყვეობაში, თუ იმას სცე პატივი, ვინც ხმა მოგცა. მოკლედ, მათ რთული არჩევანი აქვთ გასაკეთებელი, მაგრამ პრინციპში, თავი გვაჩვენეს, როგორც გაბედულმა ძალამ და ალბათ ამ არჩევანს ასე ან ისე გააკეთებენ, მაგრამ მე მათ ჭკუის დამრიგებლად რა თქმა უნდა ვერ გამოვადგები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი ბადრი პატარკაციშვილს ბოდიშს უხდის
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ვერც ერთ პარტიას ვერ ვერტყვით, რომ ოღონდ შემოდი პარლამენტში და ამიტომ, საკუთარ თავს ხმებს წავართმევთ, ეს ვერ მოხდება