თეა წულუკიანი – გემოვნების ამბავია, ვის დააინტერესებს, ფილმის ნახვა და ვის არა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვებთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, საქართველოში შემოქმედებით საქმიანობაზე ცენზურა არ არსებობს.

„ჩვენს ქვეყანაში შემოქმედებით საქმიანობაზე არ არსებობს ცენზურა. ამას უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და ეს არის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი ჩვენი სახელმწიფოებრივი მექანიზმის. მე მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ და შემდეგ უკვე გემოვნების ამბავია, ვის დააინტერესებს, რომ ეს ფილმი ნახოს, ვის არ დააინტერესებს და გაუჩნდება პროტესტის განცდა.

მნიშვნელოვანია, ეს პროტესტი იყოს მშვიდობიანი და არ გადავიდეს ზღვარს, რომელიც არის კანონის დარღვევა. ორივე მხარეს აქვს თავისუფლება და ვალდებულებებიც“ , – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თბილისის კინოთეატრებთან პოლიციაა მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშიფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია დააკავეს
შემდეგი სტატია“დავიღალეთ ცოტა ამ თქვენი პოლიტიკური თამაშებით”-ვასაძე ივანიშვილს მიმართავს