თეა წულუკიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამეგრელოში ბავშვებმა მეგრული ძალიან კარგად იცოდნენ

27 დეკემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი წალენჯიხის სალოტბარო სკოლის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს შეხვდა.

„სვანური არ არის ჩვენი თემა… აქ წამყვანი უნდა იყოს მეგრული სიმღერა“ – ასე მიმართა კულტურის მინისტრმა სკოლის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს. მინისტრის თქმითვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამეგრელოში ბავშვებმა მეგრული ძალიან კარგად იცოდნენ, ანუ გამოდის, რომ წულუკიანი სამეგრელოში, კერძოდ, წალენჯიხაში მეგრულს ლობირებს, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ქალბატონო მინისტრი, წესით, უნდა იცოდეთ, რომ სამეგრელოში ყველამ – დიდმა და პატარამაც მეგრული შესანიშნავად იცის.

აი, თქვენი, ანუ ხელისუფლების ენა კი ვერავის გაუგია. ჰოდა, იქნებ, იმაზე გეფიქრათ, რომ თქვენ, „ოცნებამ“ ხალხისთვის გასაგებ ენაზე იმეტყველოთ და იგივე სამეგრელოში ქართულიც ზედმიწევნით კარგად იციან და თუკი ხალხისთვის გასაგებ ენაზე დაიწყებთ საუბარს, მაშინ თქვენი გაგება არავის გაუჭირდება! ისე, ქალბატონო თეა, თუ მეგრულზე გული ასე შეგტკივათ, შეგვიძლია, კარგი პედაგოგი მოგინახოთ, რომელიც კარგ მეგრულს გასწავლით! რა იცით, რაში გამოგადგებათ!

მოკლედ, საარჩევნო მარათონი წალენჯიხაში ვიცე-პრემიერმა გახსნა.

 

banner
წინა სტატიაში„მოგესალმებით ჩემს თანამშრომლებს“ – უსიამოვნო საუბარი თამარ ბელქანიასა და თეა წულუკიანს შორის
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე და ვიღებდე გადაყვეტილებას თუ ვინ უნდა იმღეროს საახალწლო კონცერტზე და ვინ არა