თეა წულუკიანი: დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას მადლობა გადაუხადა.
მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან ერთად, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა.

“ჩვენი მთავარი იარაღი და სამუშაო ინსტრუმენტი ამ საქმეში არის გამჭვირვალობა, თანამშრომლობა, რომ შევძლოთ უკვე საერთაშორისო დონეზე და ამ სასამართლოს ფარგლებში, მტკიცებულებებით ვაჩვენოთ, რომ დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა, რომ ჩვენი არაერთი კულტურული მემკვიდრეობა და სულიერი კერა განადგურდა”, – განცხადა თეა წულუკიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თეა წულუკიანის თქმით, მან ფატუ ბენსუდას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან კარგად მოტივირებული.

“ის დამეთანხმა ამაში და მოტივირებულია იმაში, რომ ეს იყო საერთაშორისო კონფლიქტი, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და რომ სამხრეთ ოსეთი არის საქართველო”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიასკანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ლიტვის პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა