თეა წულუკიანი : დასანანი იქნება, თუ კომპრომისი ვერ მოიძებნება, რადგან დრო გადის და უნდა ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას

დასანანი იქნება, თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისი ვერ მოიძებნება, რადგან დრო გადის სწრაფად და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენი ხელისუფლება და ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს ვმონაწილეობდით მოლაპარაკებების პროცესში, ან ისინი, ვინც ხელისუფლების მხრიდან გუშინ, გუშინწინ მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა და ზის, ყველა არის მოწოდებული, რომ მოძებნილი იყოს კომპრომისი. თუ ეს კომპრომისი ვერ მოიძებნება, ეს იქნება დასანანი, რადგან დრო გადის საკმაოდ სწრაფად და ჩვენ ყველას, პარტიებს გვჭირდება, ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას.

თუ მოკლე ვადაში ვერ შევთანმხდებით, რა თქმა უნდა, ყველანი არსებული მოდელის ფარგლებში წარვმართავთ კამპანიას, რომ საქართველოში მორიგჯერ მაღალი ხარისხის, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ 10 მილიონი ევრო საქართველოს არ ჩაურიცხოს, თუმცა მინისტრთა კომიტეტმა შეახსენა, რომ გადახდის ვალდებულება უპირობოა
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : მთავრობის მიერ შემუშავებული წესი ზრდის რეფორმების განხორციელების ეფექტიანობას