თეა წულუკიანი: დანაშაულის ინდექსის მხრივ საქართველო პროგრესის გზაზეა

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული დანაშაულის ინდექსის მხრივ საქართველო პროგრესის გზაზეა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლოს გამოქვეყნებული რეიტინგებით საქართველოს დანაშაულთან ბრძოლის სფეროში მსოფლიოში მესამე წარმატებულ ქვეყანად დასახელდა.

„თუ ჩავხედავთ სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგს, ჩვენ ვნახავთ, რომ საქართველოში დანაშაულის ინდექსის მხრივ არის პროგრესის გზაზე. ამით მე ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი. რაც შეეხება სტატისტიკას, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ტერორისტული აქტები კი არ ხდება, არამედ ხდება მათი აღკვეთა წინასწარ. ამისათის მუხლჩაუხრელად მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ამ და სხვა ძალოვანი სტრუქტურების კრიტიკა და დისკრედიტაცია“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გუშინ მომხდარი დანშაული შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა, რაც მისასალმებელია.

„უნდა გამკაცრდეს თუ არა სისხლის სამართლის პოლიტიკა? არ ვფიქრობ ასე. რადგან ის უკვე არის მკაცრი. თუმცა უფრო მეტი ფუნქცია უნდა მიეცეს პრევენციის ღონისძიებებს. როდესაც მე ძალიან ბევრს ვსაუბრობდი იარაღით ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, მაშინ ძალიან ბევრი ოპონენტი მაკრიტიკებდა. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვირჩევნია – იარაღისგან და ძალადობისგან თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, თუ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ატარონ იარაღი და გამოიყენონ ის არა ნადირობისთვის, არამედ კაცის კვლისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში 147 მასწავლებელზე დაპატიმრების ორდერი გაიცა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: თუ ვინმეა დაინტერესებული, რომ ეს ტელეარხი უცვლელი დარჩეს, მთავრობაა