თეა წულუკიანი – ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა, რომ „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური

ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა, რომ „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულიუკიანმა განაცხადა დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„შედგა ღრმა მსჯელობა, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური და ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ ეს „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება.

ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ სხვა შემოთავაზებები გაჟღერდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები დარჩება ძალაში, „ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომლისთვისაც მთავარი ქვეყანაა და მზად არის დიალოგისთვის. მაგრამ ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება თუ უარს იტყვის კომპრომისზე, მნიშვნელობა არ აქვს, ამ უარს ნინო ბურჯანაძეს დააბარებენ, თუ აკაკი ასათიანს”
შემდეგი სტატიავაშაძე- ე.წ ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა გერმანული საარჩევნო მოდელის განხილვაზე