თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტია.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშზეც ისაუბრა.

„ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთია, ვინც არის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, თუ ოპოზიციისითვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მე მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო”, — განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა მწვავე ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა. დოკუმენტში რომელიც 13-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა შეიმუშავა ვკითხულობთ, რომ ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირე და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში ჩართული ოლიგარქია. რესპუბლიკური პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტის მომხრე ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს.

banner
წინა სტატიაშიალექსიძის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაძალიან სასაცილო და არასერიოზულია – წულუკიანი ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშს გამოეხმაურა