თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი – კობახიძე

თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და ჩვენი ვალია მას მოვუსმინოთ, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაზე საუბრისას.

კობახიძის განცხადებით, მას აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და საკადრო ცვლილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

„საკადრო ცვლილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. ამაზე საუბარი არ გვქონია და უახლოეს დღეებში გვექნება კომუნიკაცია. მე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს და როდესაც გავეცნობი საკითხს, შემდგომ ვისაუბრებ. თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია. ის 2012 წლიდან არის მინისტრთა კაბინეტის წევრი და ბუნებრივია, ჩვენი ვალია მას მოვუსმინოთ. კომუნიკაცია იქნება მინისტრთანაც და პრემიერ-მინისტრთანაც,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიწალკაში რესტორნიდან ფულის მოპარვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაკირკიტაძის სასამართლო – გურჯაანში დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული