თეა წულუკიანი: არავითარ შემთხვევაში მუშაობაში ხელს არ მიშლის ის, რომ ყველა ოპოზიციონერი, ვინც დეპუტატი გახდა, პარლამენტში არ ბრძანდება

ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შევა, პოლიტიკური ასპარეზი არ ექნებათ, რადგან დიდი ხანია, საქართველოში პოლიტიკური ასპარეზი ქუჩა აღარ არის, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ბევრი ადამიანი დაიღალა იმის მოსმენით, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში.

„მაქვს განცდა, რომ ბევრი ადამიანი დაიღალა იმის მოსმენით, შევალ, არ შევალ, მოდი, შემოდი და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში მუშაობაში ხელს არ მიშლის ის, რომ ყველა ოპოზიციონერი, ვინც დეპუტატი გახდა, პარლამენტში არ ბრძანდება. თუ ისინი თვლიან, რომ თავიანთი ამომრჩევლის წინაშე ვალი აქვთ ელემენტარული, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და ოპონირება გაგვიწიონ, დაე, შემოვიდნენ, თუ არ აქვთ ამის სურვილი, ეს მათი გადასაწყვეტია, რადგან პოლიტიკურად აგებენ პასუხს საკუთარი ამომრჩევლისა და საზოგადოების წინაშე. თუ პარლამენტში არ შევლენ, პოლიტიკური ასპარეზი არ ექნებათ, რადგან დიდი ხანია, საქართველოში პოლიტიკური ასპარეზი ქუჩა აღარ არის. ამიტომ მათია ეს გადაწყვეტილება და თავად აგებენ საკუთარ ნაბიჯებზე პასუხს“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: ქუჩაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს შეგვიძლია მივუსამძიმროთ
შემდეგი სტატიასანიკიძე: სააკაშვილმა მართლა უარი რომ თქვას ქართულ პოლიტიკაზე ბაგრატიონების მაგივრად ივანიშვილები დასხდებიან საქართველოს ტახტზე