თეა წულუკიანი: არავინ არსად გაქცევას შიშის გამო არ აპირებს

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ფარულ ვიდეო კადრებთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აიღებს:

„რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლება ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ამ კადრების შექმნაზე და გავრცელებაზე, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, რომ შემქმნელები, გამვრცელებლები იდენტიფიცირებულნი იყვნენ, რაც არ უნდა რთული იყოს დღევანდელი ახალი ტექნოლოგიების ერაში მათი მიკვლევა.

ჩვენ, მთელი საქართველოს ქალები, რა კადრებიც არ უნდა გავრცელდეს, გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას იქ, სადაც ვართ და არავინ არსად გაქცევას შიშის გამო არ აპირებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

banner
წინა სტატიაშიამაღამ და ხვალ შავი ზღვის სანაპიროზე 3-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
შემდეგი სტატია“ეს არის დღევანდელი ხელისუფლების უილაჯობის, არაპროფესიონალიზმის, უნიათობის და სიმხდალის გამოცხადებული ქრონიკა”