თეა წულუკიანი – არ ვფიქრობ, რომ დავით მაღრაძე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგია

არ ვფიქრობ, რომ დავით მაღრაძე არის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგი, ის არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და იმ უბედურებების წინააღმდეგი, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვებრძოდით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით, ის წარმატებებს უსურვებს დავით მაღრაძეს თუ წარსულს განსხვავებული მიდგომებით შეებრძოლება.

„თუკი ცალკე, სხვა პლატფორმით, განსხვავებული მიდგომებით შეებრძოლება ამ წარსულს ბატონი დავითი, რა თქმა უნდა, გულწრფელად წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ჩვენ ყველანი პრინციპში, ერთი და იმავე ბრძოლაში ვართ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა მაღრაძის მოძრაობას „ქართული ოცნების“ კონკურენტად, იუსტიციის მინისტრი პასუხობს, რომ არა.

პოეტმა, დავით მაღრაძემ დღეს ვერის პარკში საგანგებო მიმართვისას განაცხადა, რომ 13 აპრილს, 14:00 საათზე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრება გაიმართება.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია – „მინდა პოზიტიურად შევაფასო უწყებების მიერ გადადგმული ნაბიჯები – პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა ნამდვილად აღსანიშნავია“
შემდეგი სტატია,,უნდა ვუსმინოთ, კობახიძემ რა უთხრა და მეორემ რა უპასუხა, ეს ხალხის შეურაცხყოფაა, საპარლამენტო უმრავლესობის ხრწნა მიმდინარეობს”