თეა წულუკიანი: არ მგონია, გიგა ბოკერია 9 ოქტომბერს პარლამენტარი გახდეს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გიგა ბოკერიას მოსაზრება მისთვის საინტერესო არ არის.

წულუკიანის თქმით, ბოკერია არც პარლამენტარი გახდება და არც ხელისუფლებაში მოვა.

„არ მგონია, გიგა ბოკერია ცხრა ოქტომბერს პარლამენტარი გახდეს. არც მთავრობის წევრია და ნამდვილად არ მგონია, რომ ის დაბრუნდება ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, მისი ეს პოზიცია უბრალოდ არის მისი აზრი, რომელიც ჩემთვის არ არის საინტერესო“- განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან გიგა ბოკერიას განცხადების კომენტირებისას.

რაც შეეხება ბოკერიას განცხადებას; როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „არ იქნება არანაირი არც მოგონილი, არც რეალური პოლიტიკური დევნა წინა ხელისუფლების, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ჩადენილი იქნა დანაშაული“.

„პოლიტიკური პოზიცია გვაქვს ძალიან მყარი, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთი შემთხვევა მაინც, როცა უკვე მეორედ მოხდება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. არ იქნება არანაირი არც მოგონილი, არც რეალური პოლიტიკური დევნა წინა ხელისუფლების, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ჩადენილი იქნა დანაშაული. ასეთი კი, ჩემი აზრით, ასეთი ძალიან ბევრია ამ 4 წლის განმავლობაში. უნდა მივიღოთ წინააღმდეგობრივი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ დანაშაულების ამნისტიის შესახებ. აქ არ ვგულისხმობ მძიმე დანაშაულებს და მკვლელობებს, ეს საჯაროდაც ვთქვი. ასე მოიქცა კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ პოლონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: ცინიკურია, როდესაც ამნისტიასა და პატიებაზე გიგა ბოკერია საუბრობს
შემდეგი სტატიაილია მეორე: ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლოში, არის სმენისა და სიყვარულის დეფიციტი