“არ იქნებოდა ურიგო, როდესაც დიდი ბრიტანეთი ჩვენს მოქალაქეებს უწესებს რაღაცა ტიპის შეზღუდვებს, ამ შეზღუდვებზე ამოვწუროთ ყველა შესაძლებლობა, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპული კონვენცია და ვინაიდან ეს ქვეყანა არის ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, სტრასბურგის სასამართლოში შესულიყო საჩივარი. მგონია, რომ ამაზე ფიქრი დღესაც ღირს და არ არის გამორიცხული შედეგიანიც აღმოჩნდეს. აქ საუბარია საკუთრების უფლების შეზღუდვაზე, მაგალითად, თუ იქნებოდა საქართველოს ისეთი მოქალაქე, რომელსაც ისეთი შეზღუდვები დაუწესეს, რომ მან თავისი ბიზნესი ვეღარ განკარგა, აქ მაინცდამაინც პირველ რიგში არ ვგულისხმობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს”-თქვა წულუკიანმა მაესტროს ეთერში, უცნობის გადაცემაში “კიდობანი”
დიდმა ბრიტანეთმა სავიზო და ფინანსური სანქციები არაერთ ქართველ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანს დაუწესა, მათ შორის ვახტანგ
გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილს, მილერი ლაგაზაურს, გიორგი გაბიტაშვილს, ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და ა.შ. სანქცირებულთა შორის მოხვდნენ ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძეც


















