თეა წულუკიანი : არ დავიღლები არასდროს სანამ მაქვს ის სული, რაც ღმერთმა მომცა

არ დავიღლები არასდროს სანამ მაქვს ის სული, რაც ღმერთმა მომცა – ეს განცხადება, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა გააკეთა.
თეა წულუკიანმა ოთარ კახიძეს სამი კვირის წინ ერთ-ერთი გამოსვლა შეახსენა, სადაც მინისტრობის კანდიდატის თქმით, კახიძე ახალ პრემიერს წულუკიანის „გაფუჭებულ საქმეებს“ ახსენებდა.
წულუკიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან ორი წელი მოანდომა სტრასბურგის სასამართლოში ლადო ჭანტურიას მოსამართლედ წარდგენას ის ამაყობს ამ კანდიდატით.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა საკუთარ განათლებასა და წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება.
„იმისთვის მაკრიტიკებთ, რომ საქმე გავაფუჭე, რომ დღეს ლადო ჭანტურია ევროპული სასამართლოს მოსამართლეა. სიამაყით მევსება გული, როდესაც მესმის ხოლმე ჩემი სკოლადამთავრებულების, ფრანგების, ბრიტანელების, განსაკუთრებით გერმანელების მხრიდან მისი ქება-დიდება. რომ ეს არის ევროპული სტანდარტის მაღალკვალიფიციური მოსამართლე, მოვანდომე ამას ორი წელი? დიახ, მოვანდომე, იმიტომ რომ მე თქვენთან ბრძოლაში არ ვიღლები და არ დავიღლები არასდროს, ვიდრე მაქვს ის სული, რაც ღმერთმა მომცა“- განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“საჯარო აქტივობა დავასრულე” – გიორგი კვირიკაშვილი
შემდეგი სტატიაპარლამენტის ოთხმა კომიტეტმა ძალოვანი მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა