თეა წულუკიანი : არ არის მნიშვნელოვანი, პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე გაირკვა, რომ მისი გუშინდელი განცხადება გამოხატავს ელჩის პირად პოზიციას.

კითხვაზე, ელჩმა თქვა, რომ მის განცხადებასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია, თეა წულუკიანმა აღნიშნა. „ბატონმა ჰარცელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის რჩება თავის პოზიციაზე. ჩემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს მისი პოზიციაა და არა ევროკავშირის. შევთანხმდით, რომ ადამიანს აქვს თავისი პირადი პოზიცია. ეს არ არის მნიშვნელოვანი, პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია“.

banner
წინა სტატიაშილიბანის ქუჩა N1 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება
შემდეგი სტატიაჩვენ ვითხოვთ 0.67 პროცენტს-„გირჩი“ პარლამენტშიც შევა თუ ჩვენი მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან დაკმაყოფილებული იქნება