თეა წულუკიანი – ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადები არ გაზრდილა, უბრალოდ, „ევროპულ საქართველოსა“ და „გირჩს“ შეექმნათ დაბრკოლებები, რომ უკანონოდ გადაარეგისტრირონ თავიანთი აქტივისტები

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადები არ გაზრდილა, უბრალოდ, „ევროპულ საქართველოსა“ და „გირჩს“ შეექმნათ დაბრკოლებები, რომ უკანონოდ გადაარეგისტრირონ და მაგალითად, თქვენ ბინაში, ისე რომ თქვენ არ იცით, მიაწერონ 20 და 30 თავიანთი აქტივისტი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრმა ამომრჩეველთა რეგისტრაციის გაჭიანიურებაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს უპასუხა.

„ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ჩივის, რომ თითქოს ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესი იწელება დროში. ჩვენ საზოგადოებას მინდა, განვუმარტო, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები – „ევროპული საქართველო“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გადმონაშთია, ასევე „გირჩი“ და სხვები წუწუნებენ იმაზე, რომ ისინი ვერ ახდენენ მარტივად, როგორც ამას აკეთებდნენ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობის დროს, თავიანთი ამომრჩევლის ერთი უბნიდან მეორეში უკანონო მიგრაციას. განვმარტავ: ჩვენ გვახსოვს, რომ პრეზიდენტობის არჩევნებზე „გირჩმა“ საკუთარი აქტივის მობილიზება მოახდინა თბილისის სხვა უბნებში და ისინი მასიურად ერთ-ერთ სარდაფში, სოლოლაკში დაარეგისტრირა, ვითომ ეს იყო მისამართი. წელს ეს ვეღარ ხდება და სწორედ ამაზე წუწუნებენ და არა იმაზე, რომ ამომრჩეველი რეგისტრაციას ვერ ახერხებს. ეს ადამიანები ემზადებიან იმისთვის, რომ ხმები მოიპოვონ უკანონოდ, ამას ვეღარ ახერხებენ, რადგან ჩვენ მივიღეთ ამის საწინააღმდეგო ზომები და წუწუნებენ ამაზე. საზოგადოებას ატყუებენ თითქოს რაღაცა რეგისტრაციის ვადები გაიზარდა. რეგისტრაციის ვადები არ გაზრდილა, უბრალოდ „ევროპულ საქართველოს“ და „გირჩს“ შეექმნათ დაბრკოლებები, იმაში რომ უკანონოდ გადაარეგისტრირონ და მაგალითად თქვენ ბინაში, ისე რომ თქვენ არ იცით, მიაწერონ ოცი და 30 თავიანთი აქტივისტი“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – მიხეილ სააკაშვილი, რაც არ უნდა ზურიკელას დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს, რომ დაბრუნდება და მთელი ქვეყანა თვითონ იქნება, ის ადრე თუ გვიან დაბრუნდება და მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ამ ქვეყანაში ჩვილით ვაჭრობა ვერ იქნება დაშვებული