თეა წულუკიანი : აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და ნოტარიუსთა პალატამ მუშობა განაახლა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დილიდან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მუშაობა განაახლა.

“იუსტიციის სამინისტრო მუშობდა იმაზე, რომ ჩვენი სიპების, რეესტრების და სხვა საჯარო მომსახურებების გაცემა განახლებულიყო. დღეს დილიდან განაახლა მუშაობა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ელექტრონული, დისტანციური წესით და ერთადერთი, რასაც საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს, ეს გახლავთ გამოსახლებები, ვინაიდან ამგვარი საქმიანობა კავშირშია ოჯახში მისვლასთან. სხვა დანარჩენი ეროვნული ბიუროს სერვისები დილიდან გაიცემა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში განახლდა ნოტარიუსთა პალატის მუშობა.

“დღეს დილიდან ჩვენ თბილისში უკვე სამი სხვადასხვა ლოკაცია, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სანოტარო მომსახურება. ესენია: ქორწინების სახლი- უზნაძის ნომერი 2, ასევე ეროვნული არქივის შენობა საბურთალოზე და იუსტიციის სახლში მოთავსებული ქორწინების სახლი. სანოტარო მომსახურებები დღეს დილიდან ხელმისაწვდომია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის ინფორმაციით, ხვალიდან ქვეყანაში მუშაობას განაახლებს დისტანციურ რეჟიმში ეროვნული არქივი, ხოლო ოთხშაბათიდან, ელექტრონულ მომსახურებას განაახლებს სამოქალაქო რეესტრი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჩხენკელი : „ტელესკოლა“ და ონლაინსწავლება არის გარანტი იმისა, რომ სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : ე.წ მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია მოხდება, პატიმრები რუსთავში გადავიყვანეთ