თეა წულუკიანი : ადვოკატები, პარტიის წევრები ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ ვანო მერაბიშვილს, არადა, ეს პატიმარი გათავისუფლდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად მოიხადა სასჯელი

ვანო მერაბიშვილმა სრულად მოიხადა სასჯელი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, მერაბიშვილს პატიმრობაში ყოფნისას მისი ადვოკატები ტელევიზიის მეშვეობით ტყუილებს უთვლიდნენ.

„რაკი ის უკვე თავისუფალია, მინდა, უფრო მწვავედ შევაფასო საერთაშორისო დონეზე მისი ადვოკატების საქმიანობა, რომლებიც კვირა ერთი იყო და პატიმარს ტელევიზიის მეშვეობით რამდენჯერმე უთვლიდნენ ტყუილებს. ეუბნებოდნენ – შენ გაღიარეს თითქოს პოლიტპატიმრად, ეს იყო სიცრუე და სამწუხაროდ ხანდახან, მას მერე, რაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სისტემას შეუერთდა, ვარ მოწმე, როგორ იქცევიან გარეთ მყოფი პირები პატიმრებთან მიმართებაში, როდესაც მას აუტყუებდნენ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაგათავისუფლებს, ევროსაბჭო გაგათავისუფლებს, ბოკერიადან დაწყებული, მისი ადვოკატებით, პარტიის წევრებით გაგრძელებული, რომლებიც ადვოკატის სტატუსით იყვნენ, მედიის საშუალებით ძალიან ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ, არადა, ეს პატიმარი გათავისუფლდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად მოიხადა სასჯელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება თავიდან მიმდინარეობს და მერაბიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებითაც ატყუებდნენ ადვოკატები და პარტიის წევრები.

„საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება გაიხსნა თავიდან, მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადვოკატები და პარტიის წევრები მედიის საშუალებით ეუბნებიდნენ ამ პატიმარს, წლების მანძილზე იყო ის, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამო, ევროსაბჭო დაავალებდა მთავრობას მის ვადამდე გათავისუფლებას. ჩვენ ვნახეთ უკვე დღეს, რომ ეს იყო სიცრუე, ამიტომ ეს სიცრუის მანქანა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაფოტად ქცეული პარტიები ამუშავებენ ხოლმე და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, ამ შემთხვევაში მათ თავიანთი პარტიის წევრი და ალბათ, ახლობელი და მეგობარი წლების განმავლობაში ტყუილში აცხოვრეს. ეს არის ძალიან სამარცხვინო და იმედი მაქვს, რომ ამაზე ვინმე მაინც აგებს პასუხს, ვგულისხმობ მორალურ პასუხისმგებლოს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, სიცრუიე იყო საუბრები იმაზე, რომ მერაბიშვილი პოლიტმარია.

„სიცრუე იყო ის, რომ ვითომ ეს პატიმარი პოლიტიკური პატიმარია და მას 2020 წლის თებერვალზე ადრე გაათავისუფლებინებენ უცხოელებს, ეს იყო სიცრუე, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერც ერთი უცხოელი ვერ გადაწყვეტს ამ ქვეყანაში ვინ როდის უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთის ვადა დღეს ამოეწურა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/TvMtavari/videos/237568737266816/?t=4″ width=”400″ height=”400″ onlyvideo=”0″]

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილი : ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე – მე ეს ვერ გამტეხს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მივესალმები ვანოს თავისუფლებაზე ყოფნას, ვამაყობ მისი გაუტეხლობით