თეა წულუკიანი: 780 თანამშრომელი საპატიმროების შენობებში იცხოვრებს

ვირუსის გავრცელება გადავიდა ახალ ეტაპზე და ჩვენც გადავდივართ მასთან ბრძოლის ახალ ფაზაში. შესაბამისად საქართველოს საპატიმროები გადადის მართვის ახალ ეტაპზე. კერძოდ, ჩვენ ის მოდელი შევიმუშავეთ, რაც საპატიმროებისათვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შერჩეული იქნა 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადადა სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე სადაც ისინი ჩვეულებრივ დროს მუშაობენ პერიმეტრის შიგნით და ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში აღარ წავლენ შინ. „780 თანამშრომელი საპატიმროების შენობებში იცხოვრებს. იმისათვის რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შეტანას შიგნით.

ეს არის უჩვეულო უპრეცედენტო ნაბიჯი. რაც გადადგა პენიტენციურმა სამსახურმა. 780 თანამშრომელს უთხრა მადლობა მათ ნებაყოფლობით დატოვეს ოჯახები. 24 საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ. 400 ადამიანი იქნება თითო ცვლაში. შემდეგ დაისვენებს საპატიმროს ტერიტორიზე მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და ის უფლებები რაც პატიმარს არ აქვს, რადგან არ არიან თავისუფლებააღკვეთილი პირები.მათ გაეწევათ ფინანსური შეღავათი, რომ მათი მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი დაკომპენსირდეს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშეეწირება თუ არა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჩატარებულ სამუშაოებს სამასწლოვანი მაგნოლიის ხე