თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე მოიტყუა- 20 ივნისს კობახიძე არ იყო საქართველოში

თუ კომისია „სამართლიანი და ნეიტრალურია“, სხდომაზე უნდა დასმულიყო კითხვა, ვინ ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში. საპასუხოდ კი, წულუკიანმა შეახსენა, რომ საქართველოს საზღვარს მაშინ გიორგი გახარია აკონტროლებდა.

„იმიტომ, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, მაშინ შსს-ს მთავარი ვალდებულება პარლამენტის შენობის შტურმისგან დაცვა, შევასრულეთ და თქვენც ასე თვლით. კიდევ უნდა დავუბრუნდე იმ საკითხს. რატომ ვამბობ, რომ კომისია თუ არ არის ნეიტრალური და სამართლიანი, ამდენი ხანი ვსაუბრობთ და ერთი კითხვა არ დაგისვამთ – კაცო, ეს გავრილოვი საქართველოში როგორ ჩამოვიდა, ვინ ჩამოიყვანა? რატომ არ დაუძახეთ? დაუძახეთ იმ ხალხს, კაცო. ვინ, ქუცნაშვილი იყო ჩამომყვანი? ზაქარია ქუცნაშვილს არ ჩამოუყვანია გავრილოვი. მასპინძელი იყო კობახიძე. კობახიძემ აიღოს სრული პასუხისმგებლობა“,- განაცხადა გახარიამ.

„რა ვიცი, მაშინ, საზღვარზე რატომ შეუშვით? თქვენ აკონტროლებდით საზღვარს. მე საიდან უნდა ვიცოდე? ან იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მერე თქვენგან განსხვავებით, აიღეს პასუხისმგებლობა. ის, ვინც იყო მასპინძელი, ზაქარია ქუცნაშვილი, მან თქვენგან განსხვავებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და არავის აღარ უნახავს პოლიტიკურ ველზე. კობახიძე ამ დროს არ იყო საქართველოში. ჩუგოშვილი იყო პირველი ვიცე-სპიკერი. ქუცნაშვილი იყო ამ ფორუმის მასპინძელი, მათ შორის იმ ფორუმზე მოწვეული პირების, როგორც დეპუტატი. როგორც კი ეს მოხდა, მან თქვენგან განსხვავებით აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე, არა თვალის დათხრაზე, არამედ გავრილოვის შენობაში მოსვლაზე და მის მოწვევაზე. მაშინ აქაურობის პატრონი იყო თამარ ჩუგოშვილი, სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვათ. მოვალეობას ასრულებდა. მე მას დავურეკე და ვკითხე, „თამარ, როგორ მოხვდა გავრილოვი დარბაზში?“ თუ დამიბარებენ ამასაც ვიტყვი, რეალობაა და ტყუილი არ არის. ქალბატონმა ჩუგოშვილმა მითხრა, „აბა, მე რა ვიცი, როგორ აღმოჩნდა დარბაზში“. ამის მერე მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არც მასპინძელი იყო, არც ადგილზე იმყოფებოდა, კობახიძემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა. ერთადერთი, ვინც არ გადადგა, იყავით თქვენ და დღეს გვიყიჟინებთ, რომ მე ავიღე პოლიტიკური პასუხისმგებლობაო“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანის განცხადებაზე, რომ “ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა”, გახარიამ აღნიშნა: “კობახიძეს ეს „პასუხისმგებლობა ააღებინეს. კი არ აიღო, ააღებინეს. მე ვერ ამაღებინეს. მე როცა ვწყვეტ, მაშინ გადავდგები“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ყოფილი „ნაცებით“ არის გადავსებული „ოცნება“, „ნაცებს“ დასრულებით რომ ემუქრებით, ჯერ თქვენები გააუქმეთ, იმათ მიხედეთ, რა – თქვენ ისე მიდიხართ, ჩემი დასასრულებელი იქნება ეგ „ნაციონალური მოძრაობა“
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ნახევარფინალის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი