თეა წულუკიანი: 13 ივნისი არის ტრაგიკული დღე

13 ივნისი არის ტრაგიკული დღე, რომელმაც, ამავდროულად, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომის საოცარი პრეცედენტი შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უამრავი მოქალაქე მაშველებთან ერთად ჩაერთო სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში.

„6 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.

13 ივნისი არის ტრაგიკული დღე, რომელმაც, ამავდროულად, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომის საოცარი პრეცედენტი შექმნა. უამრავი მოქალაქე მაშველებთან ერთად ჩაერთო სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში.

კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას“, – წერს თეა წულუკიანი.

 

banner
წინა სტატიაშიროგორია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი
შემდეგი სტატია13 ივნისის მემორიალთან ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ