თეა თუთბერიძე: გია გეწაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გია გეწაძემ, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, ამის შესახე სოციალუ ქსელში თეა თუთბერიძე წერს.

“გია გეწაძემ განცხადება დაუწერა მინისტრთა კაბინეტს გადადგომაზე! იმედია სწრაფად მოაწერენ ხელს. უკრაინის ხელისუფლება აღარ იმსახურებს გიასნაირების იქ ყოფნას რადგან ქოცებზე უარესი და სამარცხვინო ხელისუფლებად იქცა და ბოლომდე გაფარჩაკდა!”, – წერს თეა თუთბერიძე facebook-ში.

შეგახსენებთ, უკრაინის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და რეადმისიის საშუალებით პოლონეთში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ნიდერლანდებში ოჯახის მოსანახულებლად ჩასვლას გეგმავს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: გზა ფართო ყველა ჯურის იდიოტს და მიშას კიდევ – წარმატებები!