,,სინათლეს სიბნელით ვერ ჩააქრობ, პირიქით, სიბნელეს ერთი პატარა შუქის სხივიც კი ამარცხებს. კორძი, მიყვარხარ, შენ და შენი დედიკოც”,-წერს მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში.
რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. მოგვიანებით ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და დაწერა:
“სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ “კრეატიული კომპასი საქართველოს” პროექტის ფარგლებში, მის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს”.
მოგვიანებით, კონცერტის გაუქმებას გამოეხმაურა კობახიძე და თქვა: “წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტია და ეს არის ნამდვილად ფაშიზმის წამახალისებელი, ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა”.








