6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

თეა ახვლედიანი: ჩვენმა პატრიარქმა დაგვიტოვა ფასეულობათა იმგვარი მემკვიდრეობა, რაც მჯერა, საუკუნოდ დამკვიდრდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“უდიდესი გულისტკივილით და მწუხარებით ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენი სულიერი წინამძღვრის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. მჯერა, რომ მისი უწმინდესობის აღსრულება უსაზღვრო ტკივილია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც წილად ხვდა მასთან შეხებისა და ურთიერთობის პატივი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიწმინდე, უდიდესი სიბრძნე და მრავალმხრივი ნიჭიერება, თითოეულ ადამიანს ანიჭებდა სიმშვიდეს და სულიერ ამაღლებას, განუმტკიცებდა რწმენას, უსახავდა იმედსა და სიხარულს.

ათწლეულების განმავლობაში, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცებით, სამშობლოს ერთგულებით, გაძლიერებითა და ერთიანობის სულისკვეთებით, სათნოებისა და სიყვარულის გავრცელებით, ჩვენმა პატრიარქმა დაგვიტოვა ფასეულობათა იმგვარი მემკვიდრეობა, რაც მჯერა, საუკუნოდ დამკვიდრდება არა მხოლოდ მისი უწმინდესობის თანამედროვე საზოგადოების, არამედ მომავალი თაობების ცნობიერებაში”,_ აცხადებს თეა ახვლედიანი.

banner
წინა სტატიაშილიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაწმინდა სინოდი: პატრიარქისადმი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონების აღსრულებაში