უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში 100 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. ინფორმაციას The Washington Post-ი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ამბობს, უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ რამდენიმე ასეული რუსი სამხედრო აიყვანეს.
გარდა ამისა, The Washington Post-ის წყაროს ცნობით, შეიარაღებული ძალები გაზის სადგურ სუჯას აკონტროლებენ, რომლის მეშვეობითაც ევროპაში უკრაინიდან გაზის ტრანზიტი ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ამავე ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული ტელეგრამ არხებიც ავრცელებენ.
The Washington Post-ი წერს, რომ რუსი ჩინოსნები ამტკიცებენ, რომ კურსკის ოლქში დაახლოებით 1 000 უკრაინელი სამხედრო იმყოფება, “ელიტური ბრიგადებიდან”.